“პოლიტიკური მეძავები ხართ” – ხელჩართული ბრძოლა “ნაცმოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის ზუგდიდი დამატების თარიღი 22 მარტი, 2018 309 ხმაურსა და ხეკჩართული ჩხუბის ფონზე წარიმართა ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა. ერთმანეთს ფიზილურად "ერთინი ნაცმოძრაობის" წევრი დათა შელია და "ევროპული საქართველოს" წევრი ბართლომე შელია დაუპირისპირდნენ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა საკრებულოში ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დაფუძნება, ფრაქციის დასაფუნებლად მათ საკმარისი წევრი არ ჰყავდათ, მას შემდეგ რაც ენმ-ს ყოფილმა წევრმა გელა თოლორაიამ პარტია თვითმმართველობის არჩევნების წინა კვირას დატოვა. ენმ-ს წევრმა "ევროპული საქართველოს" წევრს "პოლიტიკური მეძავი" უწოდა. თავად "ევროპული საქართველოს" წევრმა კი ისინი პოლიტიკური კულტურით "პატრიოტთა ალიანსს" შეადარა.