პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ 54 წლის მამაკაცს მეშვიდე დღეა ეძებენ ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 აგვისტო, 2018 126 ოჯახის წევრებს დაკარგულ ოთარ ხანგოშვილთან სატელეფონო კონტაქტი ბოლოს ერთი კვირის წინ ჰქონდათ. ოჯახის ინფორმაციით, ხანგოშვილი სამუშაოდ გროზნოში იმყოფებოდა.მისი კვალი კი მას შემდეგ იკარგება, რაც საქართველოს საზღვრის კვეთისას ერთდღიანი სავიზო რეჟიმის დარღვევის მიზეზით ჯარიმის გადახდა დაეკისრა და უკან გააბრუნეს. ოჯახმა დახმარების თხოვნით პოლიციასაც მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.