ოჩხამურში სოციალური სახლის მშენებლობა მალე დასრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 მაისი, 2018 229 დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი მალე ახალი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტის შესაბამისად ორსართულიანი შენობა აშენდა. ჩაისვა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა კომუნალური გაყვანილობები, შენობა თუნუქით გადაიხურა. ამ ეტაპისთვის შენობის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო იყო ამორტიზირებული, რომლის მდგომარეობაც გასულ წელს ქარიშხლის შედეგად დამძიმდა. პროექტის განსახორცილებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯება.