ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს ფოთი დამატების თარიღი 21 ივნისი, 2018 142 ფოთში, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 45 წლის ცირა ნოდია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მას ერთი წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ცირა ნოდია 8 და 10 წლის შვილიშვილებს მარტო ზრდის. 10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში ცხოვრობს. ბებია და შვილიშვილები შემოწირულობებით არსებობენ. ბებიას მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამისი თანხა არ გააჩნია. „ლუკას მდგომარეობა ბევრად უკეთესია ამჯერად, საქართველოში ხელი არ მოკიდეს, შესაბამისი აპარატურა არ ქონდათ ,ამიტომ სტამბულში გაგვიშვეს. თბილისში არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად გონებას კარგავდა, 7-8 საათი უგონოდ იყო. ლუკას სკოლის დახმარებით თურქეთში გავემგზავრეთ, იქ ფეხზე დააყენეს. მეოთხეჯერ მოგვიწია თურქეთში წასული, მთელი სანათესაო , ვის რა საშუალება ქონდა, ასევე ფონდებმა ,,ბილივიმ“ და ,,ქველმოქმედმა“ , თურქეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს. ფოთის მერიც არაერთხელ დაგვეხმარა, საოცარი ადამიანია ის და მისი მეუღლე. ახლა ეს ერთი თვე უნდა იმკურნალოს, შემდეგ ისევ წავა გამოკვლევის ჩასატარებლად. რაც ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა , 25 ქიმია მაქვს გაკეთებული, ახლა ყოველდღე მიწევდა და ვერ შევძელი, ცუდად გავხდი. შესაბამისი დოკუმენტები გადავაგზავნე სტამბულში, სადაც გამოკვლევის ჩასატარებლად 850 დოლარი მოითხოვეს, რაც მე არ გამაჩნია. საშვილოსნო და ნაწლავი ამომაჭრეს, ახლა მეუბნებიან თირკმელზე და ფილტვებზეაო…“ _ ამბობს ცირა ნოდია. ბებიას და შვილიშვილებს დიდი იმედი აქვთ საზოგადოების გულისხმიერების. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ: "საქართველოს ბანკი" GOGElA ANA GE37BG0000000120042300