ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეების პოზიციაზე კონკურსი მიმდინარეობს ოზურგეთი დამატების თარიღი 11 აპრილი, 2018 345 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლებში მერის წარმომადგენლების, თანაშემწეებისა და რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი მიმდინარეობს. განაცხადი სულ 206-მა მოქალაქემ გააკეთა. აპლიკანტების სათანადო მომზადების დონეს, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია შეამოწმებს. დღეს 51 კონკურსატთან მოხდება გასაუბრება.