“ნაცმოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ქუთაისი დამატების თარიღი 17 ოქტომბერი, 2017 342 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სტიქიასთან დაკავდირებით ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დახმარების მიზნით ბევრი ზარი შევიდა, ადგილზე მისულებს კი მხოლოდ საპატრულო პოლიცია ხვდებოდათ. ვაშაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს დაფიქრდნენ, თუ რა იწვევს გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვას და რა გზით შეიძლება პრობლემის მოგვარება, ვინაიდან მისივე თქმით მდინარე ოღასყურა რომ იწმინედებოდეს, წყალი ქუჩებს და მოსახლეობას არ დატბორავდა. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქუთაისის მერიაში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში, მერი, მისი მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები იმ ადგილზებზე იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა. "ასევე, მოხდა ყველა გამოძახებაზე მერიის წარმომადგენლების გასვლა და გასვლები გრძელდება დღესაც. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რაც შეეხება დახმარებებს, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება ვის რა დახმარებას გავუწევთ. რაც შეეხება მდინარე ოღასკურას, ის პერიოდულად იწმინდება," -აცხადებენ მერიაში.