“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს სუსის ყოფილი თანამშრომლების გამოყენაბაში ადანაშაულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 20 ოქტომბერი, 2017 449 ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს ძალოვანი სტრუქტურების წინასაარჩევნო პროცესში ჩარევით არჩევნების მოგების მცდელიბაში ადანაშაულებს. პარტიამ წარმოადგინა კონკრეტული სახელები და გვარები. სიის სათავეში აჭარის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირაკლი ერისთავია. რეზო ხარაზის მტკიცებით ქართული ოცნება ყოფილი სუსის მოხელეების დახმარებით ცდილობს გავლენა იქონიოს ამომრჩევლების ნებაზე. მისივე განმარტებით ისინი ამჟამად აჭარის მთავრობაში სხვადასხვა უწყებაში არიან დასაქმებული და თავის საქმიანობას იყენებენ. ოპოზიციური პარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს ობიექტური არჩევნების ჩატარებისკენ.