მიუნხენში სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენა IFAT 2018-ში “ბათუმის წყალის” წარმომადგენლები მონაწილეობენ ბათუმი დამატების თარიღი 15 მაისი, 2018 698 გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვევით, „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე ტექნიკური სამსახურებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მიუნხენში, გერმანიაში სამშენებლო ტექნოლოგების გამოფენა IFAT 2018-ში იღებენ მონაწილეობას. გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოში აღიარებული წყალმომარაგების, წყალარინების და ნარჩენების მართვის სფეროში მოღვაწე კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენაზე 14-18 მაისის ჩათვლით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მოღვაწე კომპანიები უახლესი მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ პანელ-დისკუსიებს და პრეზენტაციებს გამართავენ. გამოფენას მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან 3300-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 135 000 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.