მეშახტეების აქცია ტყიბულის ცენტრში დღეს 12:00 საათზე განახლდება ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 ივლისი, 2018 150 მეშახტეების აქცია ტყიბულის ცენტრში დღეს 12:00 საათზე განახლდება. როგორც მეშახტეები აცხადებენ, საპროტესტო აქციას დღეს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებული საწარმოების თანამშრომლებიც შემოუერთდებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია – ადმინისტრაციაში მათ მიერ შერჩეული კადრები დაინიშნოს, აღდგეს შახტის მუშაობა და მოლაპარაკებების პროცესში პრემიერმინისტრი ჩაერთოს, ისინი ასევე ითხოვენ მამუკა ბახტაძისგან ოფიციალური დოკუმენტით დადასტურებას, რომ ვიდრე შახტში მუშაობა დაიწყება, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. გუშინ კომპანიის დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათაისუფლა. თავად "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი კი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.