მაღალმთიან აჭარაში 127 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 15 ნოემბერი, 2017 344 მაღალმთიან აჭარაში 127 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებმა მიაწოდეს. ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 75 მოსწავლეს, შუახევში 39 ხოლო ქდაში 13 მოსწავლე დასაჩუქრდა კომპიუტერით. წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები აჭარის მთავრობის თამჯდომარემ, აჭარის განათლების მინისტრმა და მუნიციპალიტეტის მერებმა გადასცეს. კომპიუტერები იმ საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. აჭარაში სულ 253 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პერსონალური კომპიუტერები.