მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი წევრი ხულოს ყავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 8 იანვარი, 2018 306 ხულო ქედა შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი წევრი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყავს, ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ თავად საკრებულოს წარმომადგენლებმა მიაწოდა. ხულოს საკრებულო რომელიც 28 წევრისაგან შესდგება ყველაზე ახალგაზრდა წევრი ნიკა წულუკიძეა რომელიც 22 წლისაა. ხოლო უხუცესი წევრი ზურაბ ტუნაძე, იგი 69 წლისაა. შუახევის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი 24 წლის თენგიზ ივანაძეა, ხოლო უხუცესი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ეხლა კი საკრებულოს წევრი ნოდარ ქარცივაძეა რომელიც 65 წლისაა. რაც შეეხება ქედას, ქედის საკრებულო 24 წევრისგან შესდგება. აქ უხუცესი წევრი ტარიელ მანველიძეა რომელიც 66 წლისაა, ხოლო ახალგაზრდა წევრი არჩილ გორგილაძე იგი 29 წლისაა. ავტორი:ციური სოლომონიძე