მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 6 ივნისი, 2018 165 მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვს. მძღოლები ჯერ პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი აჭარის მთავრობასთან გადმოინაცვლეს და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განმარტებით სხვადასხვა დროს ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები კი ჩამოართვეს და 9 თვეა მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „გადამქონდა სახლის მშენებლობითვის 2 კუბური მეტრი მასალა, დამაჯარიმეს, იყო სასამართლო პროცესი, გადავიხადე ჯარიმა და 9 თვეა ველოდები პასუხს, როდის მომცემენ საკუთარ მანქანას, რომელიც პოლიციაშია გაჩერებული. პასუხს არავინ მცემს. ყველა ასეთ დღეში ვართ. პროკურატურასთან რომ ვერაფერი გავარკვიეთ, გადმოვედით ,თავრობასთან, გამარკვიონ მეკუთვნის თუ არა ჩემი მანქანა“-განაცხადა აქციის ერთერთი მონაწილემ. აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობაში შეხვდნენ. დაუბრუნებენ, თუ არა მძღოლები კუთვნილ ავტომობილებს, მოლაოარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.