“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018”-ის საუკეთესო ათეულში ბაღდათი N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მოხვდა ბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 ივნისი, 2018 615 "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის საუკეთესო ათეულში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე მოხვდა. კოალიცია "განათლება ყველასათვის-საქართველოს" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სადაც 104 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, მანანა კაპეტივაძე საუკეთესო ათეულშო მოხვდა, გამარჯვებულებს ეროვნული ჯილდო 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გადაეცემათ, საუკეთესო ათეულის პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად სოლიდურ თანხას მიიღებს. აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და იგი მიზნად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წახალისებას ისახავს.