ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 7 მაისი, 2018 261 ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, სოსლან კაკაბაძეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ. ლიბიაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა სამი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელი პარტნიორებისა და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით შეძლო, რომ 2018 წლის 29 აპრილს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა ასევე ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი მეზღვაური სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს. ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება, გენადი კომახიძე და რომა კაკალაძე. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული. მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი მეზღვაური ნუკრი ხოხბა კი ლიბიიაში უდანაშაულოდ ორი თვის წინ ცნეს და უკვე სამშობლოში იმყოფება.