ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში სტადიონი განახლდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 ივნისი, 2018 182 2018 წელი ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების წლად გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჯურუყვეთში სოფლის სტადიონი განახლდა. ამასთან დაკავშირებით სოფელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა. ჩატარდა ამხანაგური მატჩი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "სოფელ ჯურუყვეთს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეწვია. ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა, რითაც თითოეული მათგანი გაახარა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში სხვა სტადიონებზე არსებობს. დაისახა ამ პრობლემების გადაჭრის გზები“ – განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.