ლანჩხუთში, აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი კვლავ ჩამოწვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 მარტი, 2018 347 ლანჩხუთში, აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ისევ ჩამოწვა, შემთხვევა დილის საათებში მოხდა. როგორც „აიპრესს“ მერიის საზოგადოებასთან და მედასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაკა სულაბერიძემ განუცხადა, სოფელ აცანას მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე მძროლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. შეგახსენებთ, უამინდობის გამო, გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე საღამოს მეწყერი განვითარდა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.