ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 მაისი, 2018 209 ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ოთახის გადარჩენა მოხერხდა. მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დაზარალებულს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ .