ლანჩხუთის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 ნოემბერი, 2017 336 დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მერმა თითოეულ სოფელში მიმდინარე პრობლემების შესახებ წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მოისმინა. „-ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი გასაჭირის გულთან მიტანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების პრობლემები დროულად გადაიჭრას.“_განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. მან ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.