კურორტ წყალტუბოს ბრენდად ქცეული ქანდაკებები აღადგინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 მაისი, 2018 676 (ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრმა" წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიოტორიაზე, კურორტის ბრენდად ქცეული ქანდაკებები აღადგინა. დაზიანებულ ძეგლებს რესტავრაცია ჩაუტარდა, მოხდა ფერის და ფორმის სრული აღდგენა. „გოგონა ბურთით“, „ ქალი ქართულ სამოსში“, „მორბენალი გოგო“ – ცენტრალურ პარკში კურორტის აღმშენებლობის დროს, 50-იან წლებში, ჯანმრთელობის სიმბოლოდ დაიდგა და დღემდე წყალტუბოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა.