კრივში საქართველოს პირველობაზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 მარტი, 2018 221 საქართველოს პირველობაზე კრივში ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლეებმა – ოთარ ჩახვაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო 52 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა თვალმიხელაშვილმა და 57 კგ. წონაში საბა ჭანყოშვილმა მესამი ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.