კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წევრები თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ თელავი დამატების თარიღი 21 მაისი, 2018 210 კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" წევრები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში მხარდამჭერებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები კოალიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის დაესვათ. პროექტის ფარგლებში ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.