კასპში ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერული საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადების წარმომადგენლებს შეხვდნენ კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 მაისი, 2018 170 დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე (მაია) რუსეცკაია, ცენტრის ექსპერტები მაია კუპრავა-შარვაშიძე და თეა ჯალიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში გენდერული თანსწორობის და მისი ანალიზის საფუძველზე (გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით) გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შედგენის შესახებ, რომელსაც კონსულტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაუწევს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისათვის. შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები და გაიცა პასუხები.