კასპში, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს აღნიშნავენ კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 265 ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73 წლისთავან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები 1941-1945 წლების აღმნიშვნელ მემორიალთან შეიკრიბნენ. ვეტერანებს მიესალმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე, ომის ვერტერანთა კასპის კავშირის ხელმძღვანელი გოჩა კობაური. ომის ვეტერანებმა გაიხსენეს საბრძოლო ეპიზოდები და ის თანამებრძოლები, რომლებიც ფრონტის ველზე და შემდგომ დაიღუპნენ. პროცესიამ მემორიალიდან კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაინაცვლა, სადაც გამარჯვების ამსახველი კადრები იქნა ნაჩვენები. ომის ვეტერანებს მიესალმნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ ვეტერანს ფულადი საჩუქარი გადასცა. დასასრულს კი ვეტერანებისათვის საზეიმო სადილი გაიმართა.