კასპში, “რა, სად, როდის?” გამარჯვებული კასპის #1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 31 მაისი, 2018 289 კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანებამ, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის?" ჩაატარა. თამაშში მონაწილეობას ღებულობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 8 გუნდი. ასპარეზი გაიმართა ორ ტურად. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი მოიპოვა – კასპის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა "ოლიმპო"-მ, მეორე ადგილი – კასპის N 2 საჯარო სკოლის გუნდმა "ევრიკა"-მ, ხოლო მესამე ადგილი ახალქალაქის საჯარო სკოლის გუნდმა "თეძამმა". გამარჯვებულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა გადასცა.