კასპში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 ივნისი, 2018 146 ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ -ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული, შპს „თბილი სახლი“ს მიერ არსებული შენობის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლებლის სამუშაოების ღირებულება 3 893 624 ლარია, საიდანაც 1 500 000 ლარი მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო 2019 წელს 2 393 624 ლარი. შენობის გარდა მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები. პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.