კასპის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 სექტემბერი, 2017 379 კასპის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა. ახალ სასაწავლო წელს აღსაზრდელები სწავლას განახლებულ დაწესებულებებში დაიწყებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქარტლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბაღების რეაბილიტაციის დაფინანსება ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ ფონდი) თანადაფინანსებით მოხდა. დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა ქართლის გუბერნატორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დაათვალიერა.