ინგა შამილიშვილმა მაჭახლის ხეობის სკოლები მოინახულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 27 ოქტომბერი, 2017 355 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსთან ხათუნა დიდმანიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქედქედის, აჭარის აღმართისა და ჩიქუნეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2018 წელს იგეგმება ქედქედის საჯარო სკოლის მშენებლობა. ახალაშენებული სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე მოსწავლეთათვის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2018 წელს ასევე, დაიწყება ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა, განხორციელდება გორას, ახალშენის N1, ჩხუტუნეთის ,ქვედა მახოს,წინსვლის, ზემო წინსვლის, ყოროლისთავის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე აშენდება მახოს სპორტულ და სააქტო დარბაზები. დღესვე მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა დიდმანიძესთან და მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილესთან ლალი ლომთათიძესთან ერთად ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.