იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა იმერეთის მხარე დამატების თარიღი 26 მარტი, 2018 264 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს. ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.