თუშეთის 24 სოფლისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა კახეთის მხარე დამატების თარიღი 12 სექტემბერი, 2017 541 თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობას ინტერნეტი უკვე მიეწოდება. პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მან კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან , „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.