თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა კახეთის მხარე დამატების თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 356 თუშეთში თოვა შეწყდა და თორღვას აბანოსთან ჩამოწილი ზვავისგან დაფარული გზა ამ დროისთვის გაწმენდილია. "გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.ნაწილობრივ აღდგენილია ტრანსპორტით გადაადგილება. თოვლში ჩარჩენილი ადგილობრივი,ლევან სულაკაური თავს კარგად გრძნნობს და თუშეთის მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას." – განაცხაცა ''აიპრესთან'' საუბრისას გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმონისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ. მისივე ინფორმაციით, ტურისტს, რომელსაც შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა, საფრთხე არ ემქურება და ამ ეტაპზე თუშეთის ამბულატორიულ ცენტრში მორიგი სამედიცინო დახარება უტარდება. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე პასუხისმგებლობა კომპანია ''გენერალს'' აქვს აღებული.