თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა ქუთაისი დამატების თარიღი 31 მარტი, 2018 227 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე. თვითმხილველების განცხადებით ავტოადგურ "ოკრიბას" წინ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ტოიოტას მარკის ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, ისინი გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.