თელავში, სოფელ კონდოლში შვილმა მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა თელავი დამატების თარიღი 21 მარტი, 2018 275 მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში. ადგილობრივების ინფორმაციით, შვილმა 91 წლის მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მომხდარის შედეგად მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარ ფაქტშე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.