თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თელავი დამატების თარიღი 4 ივნისი, 2018 190 თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის გზატკეცილზე მოძრავი "გოლფის" მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა,ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა ,მეორე დაშავებულს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკველვა უტარდება.მედიკოსების თქმით, დაშავებულის მდგომაროება მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია .