თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა თელავი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 211 შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე მოხდა. "ფორდის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მგზავრმა და მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტებს ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.