თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავტოავარიის შედეგადერთი ადამიანი დაშავდა თელავი დამატების თარიღი 30 იანვარი, 2018 278 ავტოავარიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ერთი ადამიანი დაშავდა. "ნისანის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტოვარიისას მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ტექნიკის გამოყენებით მოახერხეს ავტომანქანის გაჭრა და მძღოლის გამოყვანა, რომელიც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.