თელავის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს თელავი დამატების თარიღი 20 ნოემბერი, 2017 395 თელავის ახლადარჩეული მერი საკუთარ გუნდს საზოგადოებას კვირის ბოლოს წარუდგენს. სააგენტო ,,აიპრესთან,, საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მერის მოადგილეობის კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს. ახლად არჩეული მერი საკადრო ცვლილებებსაც აანონსებს. ,,ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ასევე იქნება საკადრო ცვლილებები, მუშაობას გააგრძელებენ ძველი კომპეტენტური თანამშრომლებიც, თუმცა იქნებიან ახალი სახეებიც.,,- განაცხადა ნარეკლიშვილმა. ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში შოთა ნარეკლიშვილი თელავის მერად კენჭს ,,ქართული ოცნებიდან " იყრიდა.