თელავის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 33 500 ლარს დახარჯავს თელავი დამატების თარიღი 22 დეკემბერი, 2017 561 თელავის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 33 500 ლარს დახარჯავს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განათება უკვე ჩაირთო. განათებულია ერეკლე მეორის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია. "წელს დამატებითი განათებები არ შეგვიძენია, გასულ წელს რაც იყო გამოყენებული, იგივე საახალწლო განათება დავტოვეთ. 2018 წლის შესახვედრად საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 33 500 ლარია გამოყოფილი. 31 დეკემბერს გაიმართება გალა კონცერტი, რომელსაც ფეიერვერკი დაასრულებს." – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.