თეთრიწყაროში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 აპრილი, 2018 236 ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა, ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3 – მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქანის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, "ზილ-131" მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.