თეატრალური პრემია “დურუჯი” 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონზე განაცხადების მიღებას იწყებს სიახლეები დამატების თარიღი 20 მარტი, 2018 237 20 მარტიდან თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. დაჯილდოვებაში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრსა და თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს შეუძლია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, ფულად პრემიასთან ერთად, სპონსორებისგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. ამასთან, საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ფულადი პრემია გაიცემა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 აპრილია. წელს თეატრალური პრემია „დურუჯი“ 10 წლის ხდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოვების ცერემონიალი ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება. გამარჯვებულებები სწორედ ამ ცერემონიალზე გამოცხადდება. შეგახსენებთ საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“, კომპანია „რედიქსის“ ხელშეწყობით, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს პრემია „დურუჯს“ 2008 წლიდან გადასცემს. პრემია 5 ნომინაციაში გაიცემა. იგი მიზნად თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს.