თბილისში პანკისელი ქალების და ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა სიახლეები დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2017 384 დღეს თბილისში, სოფლად მცხოვრები ქალების წახალისების მიზით, პანკისელი ქალების და ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. შემოსული თანხით დაგეგმილია სამუშაო მასალის შეძენა პანკისის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებისთვის. შარდენის ქუჩაზე მდებარე გალერიაში წარმოდგენილი იქნება პანკისში დამზადებული პროდუქტები და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, წარმოდგენილი იქნება ასევე პანკისის ხეობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენა. ღონისძიება გაიმართება პროექტის – „ქალთა გაძლიერება პანკისის ხეობაში ცვლილებებისთვის’’ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი’’ (KRDF) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.