თალაკვაძე უგულავას: დილიდან ვარ უბნებზე და მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ ვანის მუნიციპალიტეტიხონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 აპრილი, 2018 232 "ვანსა და ხონში დილიდან არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა მოქალაქეების და დაინტერესება არის ძალიან მაღალი"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ დღეს მოსახლეობა" ქართულ ოცნებას" წითელ ბარათს უჩვენებს. "დილიდან ვარ უბნებზე და მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ და ვნახოთ, რამდენად საფუძვლიანი იქნება მისი დაპირება"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს მაღალი მხარდაჭერა და ეს აისახა ბოლო არჩევნებზეც. " გივი ჭიჭინაძე არის გამოცდილი და საქმიანი ადამიანი. ის მიიღებს მაღალ მხარდაჭერას, დაველოდოთ შედეგებს. გივი ჭიჭინაძე არის მზად შედეგების გამოცხადებისთანავე შეუდგეს მოვალეობის შესრულებას"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძემ უგულავას დაზიანებულ ბანერთან დაკავშირებით განმარტა რომ დამნაშავეს აუცილებლად იპოვიან. "დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმედია, იპოვიან ადამიანს ვინც ეს ჩაიდინა"-განაცხადა თალაკვაძემ.