ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა სიახლეები დამატების თარიღი 17 ნოემბერი, 2017 317 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარია ა.რ მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას. თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილეს მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს. მოგვიანებით დელეგაცია რიზეს რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ. რიზეს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ქართული ენის განყოფილება. ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიზეს უნივერსიტეტში ქართული სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი და თურქი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.