ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობას დამეგობრებული რეგიონებიდან სამძიმრის წერილები მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 28 ნოემბერი, 2017 288 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 24 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები მიიღო დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელი პირებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. ზურაბ პატარაძეს სამძიმარს უცხადებენ ყაზახეთის მთავრობა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი, ნახიჩევანის ა/რ უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის რეგიონების გუბერნატორები, სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორი, ასევე ლატვიისა და ბელარუსის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები. დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და გულწრფელად თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყანას.