ზურაბ ალავიძე რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო რუსთავი დამატების თარიღი 29 სექტემბერი, 2017 429 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს,- ამის შესახებ ინფრომაიას ინფარასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქშიშიდა ქუჩების რეაბილიტაციაწლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე რუსთავის 70 -მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.