ზუგდიდში ძველ პარკში დიდი სპორტკომპლექსი და საცურაო აუზი აშენდება ზუგდიდი დამატების თარიღი 27 ივნისი, 2018 233 ზუგდიდში ძველ პარკში დიდი სპორტკომპლექსი, საცურაო აუზი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დადიანების ეზოში ზუგდიდელებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც ისინი მსგავს პროექტს განახორციელებენ. “ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაური ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის”,- აღნიშნა ბახტაძემ. გარდა ამისა, მისი თქმით, დაგემგმილია ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია და ისტორიული იერსახის აღდგენა.