ზუგდიდში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში, სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები იატაკი ჩაინგრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 სექტემბერი, 2017 387 ზუგდიდში კოსტავას 30 ნომერში მდებარე ყოფილ საავადმყოფოს შენობაში სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები იატაკი ჩაინგრა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიულია და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. "ავარიულ შენობაში მერამდენე წელია ვცხოვრობთ.აქ არსებობა საფრთხის შემცველია. ვითხოვთ დახმარებას. აღნიშნულის შესახებ ინფოემირებულია როფორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე დევნილთა სამინისტრო. ახლა უცებ იატაკი ჩაინგრა, ხვალ რა მოხდება არ ვიცით, -"აცხადებენ ადგილობრივები. ადგილზე ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგებლები იმყოფებიან.