ზუგდიდში, სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 დეკემბერი, 2017 328 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით მაქაცარიაების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, სახანძრო დრულად მოვიდა თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დახმარებას მისი ცნობით, ოჯახს პროგრამით გათვასლიწინებული 1000 ლარს და სამასალე მერქანს მიიღებს. „მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფო ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარი და სამასალე მერქანით ეხმარება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა 70 000-მდე ლარით იზარალა. ცეცხლი სავარუდოდ გაყვანილობას გაუჩნდა“,- აღნიშნა პროკოპენკომ. აღნიშნულ სახლში ათი ადამინი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვნებიც.