ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ თევზაობისას დაიღუპა ზუგდიდი დამატების თარიღი 28 მაისი, 2018 216 ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობისას, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ინციდენტი 26 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.