ზუგდიდში მარკეტიდან ლუდი და არაყი მოიპარეს ზუგდიდი დამატების თარიღი 26 ივნისი, 2018 194 წუხელ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტი გაქურდეს. წაღებულია ალკოჰოლური სასმელები, ლუდი და არაყი. უცნობია წაიღეს თუ არა თანხა. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით.