ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლების ჭაბურღილის წყალი უსაფრთხოა ზუგდიდი დამატების თარიღი 13 დეკემბერი, 2017 334 ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამის შეხაებ ინფორმაცია დევნილებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიულ დასკვნაზე დაყრდნობით მიაწოდა. მერის მოადგილის განცხადებთ, სასმელი წყლის ვარგისიანობაზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება. დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლების მოთხოვნა სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება იყო, თუმცა, თავის მხრივ, დევნილებს აღნიშნული დასკვნის არ სჯერათ და ამბობენ, რომ წყლის ანალიზს შესაბამის ორგანოს დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ჩაატარებინებენ.